სცადოთ, მაინც ვერ დამჩაგრავთ", _განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას.
საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრას უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ესწრება.
შს მინისტრმა ქუცნაშვილს ხუმრობით მიმართა "უმცირესობაში გადმოხვედი ზაქარია? შენ არავის დაუპატიჟებიხარ მე მგონი".
ღარიბაშვილმა ქუცნაშვილს სთხოვა, დაეტოვებინა დარბაზი და აღნიშნა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს.
უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათ დისკომფორტი არ აქვთ და თუ უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დარბაზში დარჩება.
"ერთი თხოვნა უბრალოდ, რომ დისკუსიებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სხვა მხრივ, ღია სხდომაა და პრობლემა არ არის",-განაცხადა ბაქრაძემ.