თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 22 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წაიკითხა და საქმეში არსებული მტკიცებულებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი სიტყვისთვის გონივრული ვადა ითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შესავალი სიტყვის მოსამზადებლად დაცვის მხარეს სამდღიანი ვადა მისცა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.