ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე ბაგებში მდებარე სტუდქალაქში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. შენობაში არ მუშაობს კანალიზაცია, სარდაფი წყლით იტბორება და მაღალ სართულებს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ვაკის გამგებელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მერაბ მენაბდეს შეხვდა. მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მერიისა და სამინისტროს თანადაფინანსებით უახლოეს მომავალში აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.