შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში ახალი პოლიციის შენობა გახსნა.
პოლიციის ახალ შენობაში რამდენიმე სამსახური განთავსდება. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ცენტრალური კრიმინალური სამმართველო, ფოთის საქალაქო სამმართველო, საპატრულო პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომლებიც აქამადე სხვადასხვა შენობებში იყო განთავსებული.
პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა ხვალიდან, 19 მარტიდან პოლიციის შენობების ახალი დიზაინის პროექტებზე კონკურსი გამოცხადება.