თბილისში, გვიან ღამით პეტრე-პავლეს სასაფლაოზე 60 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო და მას ცივი იარაღით დაზიანებული აქვს სახე და ყელი აქვს გამოჭრილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.