რუსეთში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან, სასჯელის ვადის ამოწურვის გამო ორი ქართველი "კანონიერი ქურდი" გიორგი ყიფიანი ზედმეტსახელად პანჩო და თამაზ ბარკალაია ზედმეტსახელად ქოთომა განთავისუფლდნენ.
გიორგი ყიფიანმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისათვის ექვს წელი კემეროვოში მოიხადა. თამაზ ბარკალაიაც ანალოგიური მუხლით იყო გასამართლებული და მას სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
რუსული მედია აღნიშმვს, რომ იმის გამო, რომ ორივე "კანონიერი ქურდი" რუსეთის მოქალაქეა საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს ქვეყნს ტერიტორიაზე მათი შემდგომი ყოფნის საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენიათ.