მოსკოვში სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა ლეგენდარული ქართველი "კანონიერი ქურდი" 60 წლის რევაზ ბუხნიკაშვილი დააკავეს. ბუხნიკაშვილი კრიმინალურ სამყაროში "პეწოს" ზედმეტსახელაა ცნობილი.
იგი დააკავეს იმ სახლის სადარბაზოში, სადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი უხუცესი "კანონიერი ქურდი" შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზებაშია ბრალდბეული, რომელიც 2011 წელს მოხდა.
მაშინ ბიზნესმენს ავტონობილი, ორი ვერცხლის ზოდი და ოქროს სამკაულები მოპარეს, რომელთა საერთო ღირებულება ხუთი მილიონ რუბლამდე იყო.