აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მხარდაჭერითა  ჯავახეთის ქ. #68-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. 
სამედიცინო აქციის ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულმა 100-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაიარა. დევნილებმა  თერაპევტის, პედიატრის, ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი), კონსულტაციები მიიღეს. ასევე, ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები