ხვალ, 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12:00 საათზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრის, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის საქმეზე არსებითი სასამართლო განხილვა გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო.
წინასასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაიამ და მასთან ერთად ბრალდებულებმა მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს.
,,ჩვენ არ გვსურს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, ვინაიდან ყველა ადამიანს წინასწარ ჩამოუყალიბდა გარკვეული აზრი, რაც ცუდად მოქმედებს ამ საქმის გადაწყვეტილებაზე", _ განაცხადა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას ზოგიერთი მუხლი არასწორად აქვს შეფრდებული.
შეგახსნეებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მასთან ერთად ბრალდებულ შვიდ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებათ ბრალი.
მასალის გამოყენების პირობები