თბილისში, მეტრო "სარაჯიშვილთან" ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, რის შემდეგაც ხეს შეეჯახა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" თბილის საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნოდარ ჭუმბაძემ განუცხადა შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
,,შემთხვევის დროს მიკროავტობუსში 8-9 მგზავრი იმყოფებოდა. ამათგან, 3-4 ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. მძღოლმა უფრო საშუალო სიმძიმის დაზიანება. ყველა მათგანი სტაციონარშია გადაყვანილი", _განაცხადა ჭუმბაძემ.