თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით
4 წლის ბავშვია მოთავსებული. ბავშვი საავადმყოფოში წუხელ მიიყვანეს. მისი მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისას უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა ახლა სტაბილურია.
მას ძლიერი ღებინება და ტანზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
ავადმყოფს ინტენსიური თერაპია უკვე ჩაუტარდა.