ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურატურას დაკითხვის ოქმის გაოქვყენებას სთხოვს.
ოქრუაშვილის თქმით, მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაკითხვის დროს ამოსაცნობად წარუდგინეს თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული რამდენიმე საუბარი, განხორციელებული ე.წ. სკაიპის მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა მისი მიერ საფრანგეთიდან, თავისი კომპიუტერით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში.
"ანალოგიურ საქმეზე ორი დღის წინ დაიკითხა ჩემი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი და მასაც წარედგინა ასეთი საუბრები ამოსაცნობად. Bბოლო საუბარი რომელიც წარმოგვედგინა ორივეს, დათარიღებული გახლდათ 2012 წლის 11 ნოემბრით .თუ ეს ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მთავარ პროკურატურას ვთხოვ, გამოაქვეყნოს ჩემი დაკითხვის ოქმი, რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს", - აცხადებს ოქრუშვილი.