ფინანსურ პოლიციაში მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ლექსო თაბუაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
თაბუაშვილი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გუშინ დაიბარეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა თემაზე მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
"თემა ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ლექსო თაბუაშვილი ნადვილად იმყოფება საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით დასაკითხად", - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საქართველო-თურქეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.
ლექსო თაბუაშვილი აჭარის ფინანსურ პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც დაკითხვის უწყება ჩააბარეს. მოგვიანებით კი, გაათავისუფლეს.