დღეს, 16 მარტს, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაკითხვაზე დაბარებული.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გუშინ 15 მარტს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას ალექსი თაბუაშვილიდააკავეს და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.