დღეს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსს ალექსი თაბუაშვილს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვების სამსახურის უფროსი 16 მარტს თბილისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაკითხვაზე დაბარებული.