დღეს, 16 მარტს, 12:00 სათზე, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და მოსამართლეების შეხვედრა გაიმართება. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მოელის რომ მოსამართლეები იქნებიან საკმაოდ გახსნილები და მინისტრთან შეხვედრისას მიმდინარე რეფორმებზე საკუთარ აზრს დააფიქსირებენ და ნათლად განმარტავენ თუ რა მოსწონთ ამ რეფორმებში და რა არის შესაცვლელი.
" იმართება იუსტიციის მინისტრისა და მოსამართლეთა კორპუსს შორის შეხვედრა. ის არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და მე მოვუწოდებ ყველა მოსამართლეს ამ შეხვედრას დაესწროს და გამოხატოს ჯანსაღი კრიტიკა ჩვენ მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა რათა რეფორმების მომავალი ნაბიჯები კარგად და ეფექტურად დაიგეგმოს. მინდა რომ მოსამართლეებს პირადად დავუდასტურო რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბოლოოდ ჩაეყრება საფუძვლები თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემას", - განაცხადა წულუკიანმა.