საქართველოს მთავარი პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალის შესახებ ექპერტიზის დასკვნის ერთ ნაწილს აქვეყბევს და განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე,( რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანი ესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
"ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე,
ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს, თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია", - ნათქვამია მთავარი პროკურატუსრის მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნაში.
„წარმოდგენილი ვიდეომასალა იწყება, გრძელდება და მთავრდება არალოგიკურად. გარდა ამისა, ვიდეოგრამის გამოკვლევისას რიგ ადგილებში ფიქსირდება მცირეხნიანი ხარვეზები, შეყოვნებები, კადრის, გამოსახულების გაუმართლებელი ცვლილება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია", - აღნიშნულია დასკვნაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი პირების მაჯის საათებზე აღბეჭდილი დროის დაფიქსირება ბუნდოვანების გამო შეუძლებელია. მხოლოდ ერთი პიროვნების საათზეა დაფიქსირებული სავარაუდო დრო - 02:17 - 02:25 საათი. ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, ემთხვევა თუ არა ვიდეგრამის მიმდინარეობა მაჯის საათზე დაფიქსირებულ დროს.რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცლა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ბუტა რობაქიძის გარდაცვალებისა და მისი მეგობრების დაკავების დეტალებია აღბეჭდილი.
ამასთან, ფირცხალავა აცხადებს, რომ ეს კადრები დაუმონტაჟებელია და უწყვეტად არის გადაღებული.