პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტს" შორის, დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი სამოქმედო გეგმა განისაზღვრა.
გეგმის განხორციელება სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში რისკ-ფაქტორებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილი მსჯავრდებულებისთვის რესოციალიზაციის, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისთვის რეალური პერსპექტივის შექმნას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმით პრობაციონერებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური კვლევის, ასევე იურიდიული კონსულტაციებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებაა გათვალისწინებული.