სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს დროშით მცურავი სეინერი „ფოთი" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სეინერმა სარეწი საქმიანობის განხორციელება დაარღვია.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, საქართველოს მოქალაქე მურთაზ ს.-ს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, დღეს გონიოს მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს დროშით მცურავი სეინერი "VEGA" დააკავეს.
სეინერმა გონიოს საზღვაო რაიონში ფსკერული ბადით თევზჭერის განხორციელება დაარღვია. მისი კაპიტნის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის IV ნაწილით ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
აღნიშნული გემის კაპიტანს 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 411 ლარისა და 88 თეთრის ოდენობით დაეკისრა. გადახდის ვადად კი, 7 დღე განესაზღვრა.