თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული ,,მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე იყალთოს გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე,  კლდის ფრაგმენტის ჩამონგრევის გამო მოძრაობა ისევ შეზღუდულია. გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება", -ნათქვამია განცხადებაში. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები