დღეს, 15 მარტს, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სომხეთიდან, საქართველოში, ძვირფასი ქვების, სავარაუდოდ ბრილიანტის, სამართალდარღვევის გზით შემოსვლის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთის მოქალაქე ხ.ბ. საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, მალულად ცდილობდა ქვეყანაში ძვირფასი ქვების შემოეტანას. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი, არადეკლარირებული საქონელი, საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები