თბილის-სენაკის ავტომაგისტრალზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გორი-რუსის მონაკვეთზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
დაჯახების შედეგად მძღოლმა მართვა დაკარგა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა ავტომანქანაში მსხდომი სამი ადამიანი.
დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.