სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას მიხეილ ღურწკაია დაიკავებს. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა.
,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას მიხეილ ღურწკაია დაიკავებს, რომელიც მანამდე არჩილ კბილაშვილთან მუშაობდა", -განაცხადა კორძაიამ და აღნიშნა, რომ ღურწკაია უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ხასია თანამდებობიდან გუშინ გათავისუფლა. იგი ამჯერად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს უხელმძღვანელებს.