დღეს, 14 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ცეზარ ჩოჩელს გირაო 200 000-ლარი შეუფარდა და პატიმრობიდან გაათვისუფლა.
გამოძიება ყოფილ რწმუნებულს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.