საქართველოში H1N1 ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ორი მათგანი თბილისში, ორი კი ქუთაისში მკურნალობს.
"ოდნავ გაიზარდა საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობის რიცხვი, თუმცა მატება ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ეს ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს იყო. საგანგაშო არაფერია, სამედიცინო დაწესებულებები და მედპერსონალი პაციენტთა მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა ცანავა.
მედიკოსები ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტებს საავადმყოფოებისთვის დროულ მიმართვას ურჩევენ.
საქართველოში ახალი ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 1287 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 32 ადამიანი გარდაიცვალა.