სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუაზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინტერპოლი საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
როგორც ვებ-გვერდზეა განმარტებული, ჭაკუა საქართველოს მიერ იძებნება (Wanted by Georgia). დანაშაულის კატეგორიაში მითითებულია - Life and health, Life and health, Counterfeiting/forgery - სიცოცხლე და ჯანმრთელობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
დავით ჭაკუა წითელი ცირკულარის იძებნება, რომელიც პირის დაკავებას შემდგომი ექსტრადაციის მიზნით ითვალისწინებს.
ჭაკუას ქართველი სამართალდამცველები სსკ-ის 332-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 25-144 პრიმა 3-ე მუხლის 2-ე ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), 25-145-ე მუხლით (აღმსრულებლის და თანამონაწილის პასუხისმგებლობა-დანაშაულის პროვოკაცია), 25-369 პრიმა პირველი მუხლის 3-ე ნაწილით (აღმსრულებლის და თანამონაწილის პასუხისმგებლობა-სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია) და 372-ე მუხლის 2-ე ნაწილით (ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმზე) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ეძებენ.
დავით ჭაკუა სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს მის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
2012 წლის სექტემბერში, ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დაბით ჭაკუა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
არჩევნების შემდეგ მან საქართველოს ტერიტორია დატოვა.