დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საკონტროლო-გამშვები პუნქტისთვის საჭირო ახალი ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს. ახალი თაობის თანამედროვე ხელსაწყოები საბუთების შემოწმებისას გამოიყენება. მათი მეშვეობით ყალბი პასპორტებისა და ვიზების გამოვლენის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება. ღონისძიება აშშ-ს საელჩოს ინიციატივითა და თანადგომით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები