,,გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის შემხებლობა იკვეთება", -განაცხადა ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დასასრულს უახლოვდება.
,,გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დასასრულისკენ მიდის. გარკვეული კავშირი შემხებლობა, ინფორმირებულობა ვანო მერაბიშვილის იკვეთება. შესაბამისად ამ საკითხს პროკურატურა თავის დროზე გააჟღერებს თუ რა და როგორ იქნება", -განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე ივანე მერაბიშვილი დაკითხება, თუმცა მთავარმა პროკურორმა ზუსტი დრო ვერ დაასახელა.