სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას პროკურატურამ ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა, ამის შესახებ პროკურორებმა განცხადება დღევანდელ პროცესზე გააკეთეს.
პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნულ საქმეში გამოკვეთილია სხვადასხვა პროცესუალური დარღვევები რის გამოც ბრალდება უნდა შეწყდეს. პროკურატურა აცხადებს, რომ გუნავას დაკავება და ჩხრეკა საპროცესო კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევით წარიმართა.