მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისა და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების
შედეგად, 1982 წელს დაბადებული ყაზახეთის მოქალაქე, ძებნილი ბესლან კაიმის ძე ლორსანოვი დააკავეს.
ბესლან ლორსანოვი ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ყაჩაღობა) და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მკვლელობა) ჩადენილი
დანაშაულებისთვის 2011 წლიდან იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებული გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.