„ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 42 პატიმარი გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სულ 8 265-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დატოვა.
გათავისუფლებულებს შორის 175 პოლიტპატიმარი, 352 ქალი და 21 არასრულწლოვანია.
გათავისუფლებული პატიმრების ბოლო ნაკადი საპატიმროებს ხვალ დატოვებს.