შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოდან შემოსული მასალების საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე, ქ.ფოთში, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 2013 წლის 25 თებერვალს, მდ. ფსოუს მონაკვეთიდან ქ. სოხუმში შემოვიდა უკანონოდ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.
ბრალდებულ სომხეთის მოქალაქეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები