შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გონიოს მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე (ფსკერული ბადით თევზჭერის განხორციელება გონიოს საზღვაო რაიონში) საქართველოს დროშით მცურავი სეინერი "VEGA" დააკავეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტნის, მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის IV ნაწილით. საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები