შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩაქვის საზღვაო რაიონში (თევზჭერის სპეციალური მოთხოვნის დარღვევა) საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერი სეინერი "EDUARDI" დააკავეს.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, საქართველოს მოქალაქეს იგორ ბ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად.