შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩაქვის საზღვაო რაიონში (თევზჭერის სპეციალური მოთხოვნის დარღვევა) საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერი გემი "TRABZON SU URUNLER-1" დააკავა.
აღნიშნული სეინერის კაპიტანს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად