შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე: ანგელინა გ, ალექსანდრე ი. და გიორგი ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ანგელინა გ-ს დის კუთვნილი საცავიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, 70 ათას ბოთლზე მეტი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სპირტიანი სასმელი ამოიღეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.