თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე დ. დააკავეს.
ნარკოდანაშაულისთვის ასევე დაკავებულები არიან გიორგი ქ, ირაკლი ლ. და ოთარ გ.
ძიებით გაირკვა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა" ნარკორეალიზატორ ალექსანდრე დ-სგან შეიძინეს.
თბილისსა და ბორჯომში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას
2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა", ხოლო ალექსანდრე დ-ს ბინიდან - ოთარ გ-სგან ნარკოტიკის შესაძენად გადაცემული ფულიც ამოიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ოთხივე დაკავებული, დაკავების მომენტში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ალექსანდრე დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ოთარ გ-ს მიმართ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, ხოლო დანარჩენი დაკავებულების მიმართ კი 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.