დღეს,12 მარტს, სამშაბათს, 12:00 საათზე მარჯანიშვილის თეატრში, გაიმართება პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციაიგი ეძღვნება ახალგაზრდა მსახიობის, გიორგი ყორღანაშვილის დასახამრებლად დაწყებულ კამპანიას. საქართველოს ყველა თეატრი ერთიანდება გიორგის დასახმარებლად - იგეგმება საქველმოქმედო სპექტაკლები, კონცერტები და სხვადასხვა აქციები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას პრესკონფერენციაზე მოისმენთ.
გიორგის გადაუდებლად ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. სპეციალური თერაპიის კურსი და შემდგომ ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია უნდა შესრულდეს ისრაელში, კლინიკა „შებაში", რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (400 000 დოლარი).
გიორგის დასახმარებლად გახსნილია სატელეფონო ხაზი 09-01-800-804 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი).
დახმარების მსურველებს ასევე შეუძლიათ გადმორიცხონ თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ბანკი რესპუბლიკა, GE13BR0000010150958229- GIORGI KORGANASHVILI
მასალის გამოყენების პირობები