დღეს, 12 მარტს 18:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ ''ერისიონის'' ოფისთან (ყოფილ - ოფიცერთა სახლთან) გაიმართება აქცია - ნუ უცეკვებ ოკუპანტს!
როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, საზოგადოების ნაწილი, რომელსაც უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოხატავს პროტესტს ანსამბლ ‘'ერისიონის'' მიერ მოსკოვში, კრემლის სცენაზე გამართულ კონცერტთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი არ უნდა ატარებდეს კონცერტს კრემლის სცენაზე, მაშინ როდესაც რუსეთის სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს საქარველოს ტრერიტორიების 20%-ზე მეტი, საერთაშორისო ნორმებისა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღაირებული აქვს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ქვეყნის დეოკუპაციის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ანულირებამდე, სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იქნას შერბილებული ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა საკითხებში.
ასეთი ქმედებები არავითარ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს მომგებიან პოზიციაში, არც პოლიტიკურად და არც მორალური თვალსაზრისით.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ მორალური თვალსაზრისით გაუმართველებლია სახელმწიფო სტატუსისი მქონე ანსამბლმა, გაუმართო კონცერტი აგრესორს. ვინაიდან, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ასევე იმ ადამიანთა და მათ ოჯახთა, ვინც შეეწირა რუსეთის აგრესიას 2008 წლის ომში, ვინც დღემდე იმყოფება დევნილობაში საკუთარ ქვეყანაში და არ ეძლევა საშუალება დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს, ჯარისკაცების, რომლებიც გმირულად შეეწირნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.
‘'ერისიონი'' არის ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე, როგორც აქ ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მისი პროფესიონალიზმით და მიღრწევებით ამაყობს სახელმწიფო, ანსამბლი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად მას მოეთხოვება ქვეყნის ინტერესების მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა.
ოკუპაცია არ უნდა იყოს ცალკეული ჯგუფების ტრაგედია, ის მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს ტრაგედიაა. ისევე როგორც აგრესიის შედეგად დაზარალებული და დაღუპული ადამიანები, არ უნდა იყვნენ მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილი.
მასალის გამოყენების პირობები