ვაზიანის დასახლებაში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივების განცხადებით, კორპუსი ავარიული იყო, რამაც ნგრევა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებენ და უკვე ამის შემდეგ ზუსტად დადგინდება არიან თუ არა დაშავებულები.