ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ნიჟარაძეს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. "ლაშა წყალტუბსკის" ზედმეტსახელად ცნობილ ნიჟარაძეს პატიმრობა ადმინისტრაციული ზედამხედველობის რეჟიმის დარღვევისათვის მიესაჯა. ნიჟარაძეს ასლან უსოიანის კლანის მოწინააღმდეგეთა ბანაკს მიაკუთვნებენ.
მოსკოვის ნაგატისნკის რაიონულმა სასამართლომ ნიჟარაძის დაპატიმრების განაჩენი დღეს გამოუტანა. შს სამინისტროს სამმართველოში აცხადებენ, რომ ნიჟარაზე, რომელიც პოლიციამ 4 მარტს დააკავა ადმინისტრაციული ზედამხედველობის რეჟიმის დარღვევის გამოა დაპატიმრებული. დაკავებისას მას 17 გრამი ჰაშიში ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნიჟარაზე დედ-ჰასანთან დაპირისპირებული კლანის წევრია და უსოიანის კლანის მტრის ჯემალ მიქელაძის უახლოესი თანამებრძოლია. აღსანიშნავია, რომ ნიჟარაძე იგივე ლაშა წყალტუბსკის ან ლაშა სუმაშედში კოლონიიდან ახალი განთავისუფლებულია.
მანამდე ლაშა 2008 წელს ასევე მოსკოვში დააკავეს. მას თან მაშინაც ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიჟარაძე ნარკომანია. სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპატიმრო კი მან ტუბერკულიოზის დიაგნოზით დატოვა.
განთავისუფლების შემდეგ ნიჟარაძეზე თვალთვალი გრძელდებოდა. სასამართლომ მას საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანა. მაგალითად, მას განთავისუფლების შემდეგაც მხოლოდ დღე შეეძლო ქუჩაში გამოსვლა, თუმცა ნიჟარაძე ამ დაწესებულ შეღავათს მაინც არღვევდა, რუსეთის ფარგლებს ტოვებდა და კრიმინალურ შეკრებებში მონაწილეობდა. მას კი ღამის საათებში ქუჩაში გამოსვლა აკრძალული ჰქონდა.