შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ანგელინა გ, 1956 წელს დაბადებული ალექსანდრე ი. და 1964 წელს დაბადებული გიორგი ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ანგელინა გ-ს დის კუთვნილი საცავიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, 70 ათას ბოთლზე მეტი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სპირტიანი სასმელი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვა) მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.