თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის #8 საპყრობილეში გადაიყვანეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ მიზეზი მატროსოვის ციხეში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ე.წ. მატროსოვის ციხიდან სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სულ 375 პატიმარია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას გლდანის ციხეში დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ.