დილით ზუგდიდის სავაჭრო ცენტრ "ენგურში" მისულ თანამშრომლებს ვერცხლისა და მინანქრის განყოფილება გაქურდული დახვდათ.
წაღებულია დაახლოებით 1 000 ლარის ვერცხლეული. ამ დროისათვის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. მძარცველებმა, სავარაუდოდ, შენობის უკანა შესასვლელი კარით ისარგებლეს, რომელიც დარაჯს ღია დარჩა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის მთავარი სამმართველო იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები