ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის რწმუნებული დათო ვარადაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ვარადაშვილმა სოფ. გავაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი უკანონოდ გამოუყო ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 2400 ლარი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.