საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აბუბექირ ბილიგჩმა და ოზქან ოზოთურმა თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის სასაზღვრო კონტროლის ზონის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე გასაღების მიზნით შემოიტანეს ყალბი ფული 2000 თურქული ლირა და 2500 აშშ დოლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.