,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დღეს უნდა გამოცხადეს, თუმცა იგი საგამოძიებო სამსახურში მისვლას არ აპირებს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ის მზადაა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხი გასცეს, ოღონდ მხოლოდ პარლამენტში.
საყვარელიძის განცხადებით, მისთვის გაგზავნილ უწყებაში მითითებული არ არის რა საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული პროკურატურაში.
"არაერთხელ გვითქვამს "ქართული ოცნებისთვის", დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ერთადერთი გზა არის პოლიტიკურ ოპონენტთან მოლაპარაკების გზა და არა ასეთი მაიმუნობა, რომლითაც ისინი არიან დაკავებულები. მიუხედავად ამისა, მაინც პატივს ვცემ იმ უწყებას, სადაც მე მიმუშავია. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ, რა თქმა უნდა არასასესიო საათებში, მივიღო გამომძიებელი და თუნდაც ასეთ გაუგებრობაზე მივცე ნებისმიერი ინფორმაცია და ჩვენება პარლამენტის შენობაში ", -განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით საყვარელიძეს, უწყება ამჯერად სამცხე-ჯავახეთის პროკურატურიდან გაეგზავნა და დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები