ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე ივან ს. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მაკედონიის მოქალაქე ცხელ კვალზე, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, მას დიდი ოდენობით 150,05 გრ გამომშრალი ,,მარიხუანა" აღმოაჩნდა. ნარკოტიკული საშუალება დაკავებულმა საქართველოში მაკედონიიდან, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.