ქართველ დეპუტატ გივი თარგამაძეზე რუსეთის ფედერაციამ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თარგამაძე ძებნაში პირველი მარტიდან იმყოფება.
"თარგამაძეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი და მას ბრალად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობების მოწყობის ორგანიზება ედება.
გივი თარგამაძეზე ძებნა მისი შემდგომი დაპატიმრებისა და რუსეთისათვის გადაცემისათვის გამოცხადდა", _ ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.