საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალმთიანი რეგიონების კლინიკებში პროფესიონალი მედიკოსების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალურ პროექტს ამზადებს.
სამუშაო ჯგუფი პრობლემის მოგვარების გზებზე უკვე მუშაობს. შესაბამისი პროექტი 10 მარტისთვის უკვე მზად იქნება. განცხადება ამის შესახებ აჭარაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
დავით სერგეენკო რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მანამდე კი იგი რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში მედიკოსებს შეხვდა.